10:37 21-11-2015
ზაზა ფაჩულიას მე-7 ორმაგი დუბლი და გამარჯვება "იუტასთან" [VIDEO]
AutoSharing Option
"დალასმა" იუტელებს მეორე პერიოდში ელეთ-მელეთი მოუწყო, როცა 12-წუთეული 35:17 მოუგო და ისე მოიტოვა უკან, დარჩენილ დროში მორმონთა შტატის წარმომადგენლები გონზე ვერ მოვიდნენ და საბოლოოდ 9 ქულით დამარცხდნენ.
ფაჩულია იუტელთა გოლიათ ფრანგ ცენტრ რუდი გობერს მეურვეობდა, რომელსაც მთლიანობაში აჯობა. ორივე მათგანმა 12-12 მოხსნა მიითვალა, ქულებში კი უპირატესობა ქართველის მხარეს იყო - გობერმა 8, ზაზმ კი - 15 ქულა მოაგროვა და მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.
ფაჩულიამ 11-დან 6 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმ ჩააგდო და 15 ქულასა და 12 მოხსნასთან ერთად 4 პასი (დალასში მე-2 შედეგი დერონ უილიამსის 8 პასის შემდეგ) და 2 ჩაჭრა მიითვალა. უილიამსმა კი ხსენებულ 8 პასთან ერთად 23 ქულა მოიხვეჭა და მატჩის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. დირკ ნოვიცკის ანგარიშზე 19 ქულაა.
"დალასს" 9 მოგება და 4 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში ისევ მე-3 ადგილზე იმყოფება, თუმცა "სან ანტონიოსთან" ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა. მორიგი მატჩი ფაჩულიას გუნდს ოკლაჰომაში, 23 ნოემბერს, ვესტბრუკ-დიურანტის "სანდერთან" ელის.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 21 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
რა გააჯირვეთ ამ ზაზათი საქმე მეტი დასაცერი არ გაქვთ ჯურნალისტებს.თუ მაგარია დაეხმაროს გაჯირვებულ ადამიანებს
0
0
რეზო შენ რა იცი ვის ეხმარება და ვის არა ან ეგ საერთოდ რა შუაშია
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული