სტამბოლელები იტალიაში "სასარი დინამოს" შეხვდნენ და 68:60 სძლიეს. გამარჯვებაში თავისი წილი ქართველმა უკანახაზელმაც დაიდო.
მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე თავის გუნდელთაგან ყველაზე მეტ ხანს - 31:44 წუთი იმყოფებოდა. ამ ხნის განმავლობაში მანუჩარმა 2 ცდიდან 2 ორქულიანი და 5-დან 1 სამიანი ჩააგდო.
7 ქულასთან ერთად ქართველმა უკანახაზელმა 5 ჩაჭრა, 2 პასი და 1 მოხსნა მიითვალა. მარკოიშვილი დაცვაში შეუდარებლად ირჯებოდა და მასპინძელთა არაერთი შეტევა ჩაშლა.
ევროლიგის D ჯგუფში "დარუშაფკას" 3 მოგება და ამდენივე
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით