ვიქტორ სანიკიძის "თედ კოლეჯმა" ქართველის გარეშე იმარჯვა

AutoSharing Option
ვიქტორ სანიკიძის გუნდის მეორე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში.

ქართველი ფორვარდის "თედ კოლეჯმა" მე-7 ტურის მატჩში ანკარაში "ბანვითს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 101:99 დაამარცხა.

სამწუხაროდ, სანიკიძეს ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. განაცხადში იყო, მაგრამ ქართველი ფორვარდი მოედანზე არ გამოჩენილა. ანკარელებს გამარჯვების მოპოვებაშ დიდად დაეხმარა კალინ ჯეი ლუკასი, რომელმაც 40 ქულა მიითვალა.

"თედ კოლეჯს" 2 მოგება და 5 მარცხი აქვს და თურქეთის 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 ადგილზე იმყოფება. მორიგ ტურში ანკარელები 28 ნოემბერს სტუმრად "დემირ ბუიუქჩეკმეჩთან" ითამაშებენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული