გასული ტურის მატჩში, რომელშიც "ბრიქსმა" "აიშინ სი ჰორსი" 75:70 დაამარცხა, ქართველმა ფორვარდმა პირველად ითამაშა სასტარტო ხუთეულში, თუმცა 15 წუთზე მეტხანს მოედანზე არ ყოფილა.
ნიკამ 4-დან 1 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ცქიტიშვილის მონაგარმა 9 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა შეადგინა.
"ტოჩიგი ბრექსს" 9 მოგების წილ 2 მარცხი აქვს და იაპონიის ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.