დღეს, 29 ნოემბერს, სანდიეგოელებმა "დრექსელ დრაგონსს" უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში - 62:59 სძლიეს.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ქართველი უკანახაზელი დასახელდა. მწირექულიან მატჩში სანაძემ 12 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. დუდას სამქულიანი არ უსვრია: 7-დან 4 ორიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
14 ქულა დააგროვა მისმა თანაგუნდელმა მარკუს ჰარისმა, თუმცა მას სხვა მაჩვენებლებში ღირებული არაფერი მოუგროვებია და საუკეთესოდან სანაძე დასახელდა.
"სან დიეგოს" 1 მოგება და 5 მარცხი აქვს და არასაკონფერენციო, ამხანაგური
მომდევნო შეხვედრა სანაძის გუნდს 2 დეკემბერს, შინ "ბეტესდა ფლეიმსთან" ელის.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით