დუდა სანაძის 12 ქულა და სეზონის პირველი გამარჯვება

AutoSharing Option
დუდა სანაძის წინამძღოლობით "სან დიეგომ" სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა.

დღეს, 29 ნოემბერს, სანდიეგოელებმა "დრექსელ დრაგონსს" უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში - 62:59 სძლიეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ქართველი უკანახაზელი დასახელდა. მწირექულიან მატჩში სანაძემ 12 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. დუდას სამქულიანი არ უსვრია: 7-დან 4 ორიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

14 ქულა დააგროვა მისმა თანაგუნდელმა მარკუს ჰარისმა, თუმცა მას სხვა მაჩვენებლებში ღირებული არაფერი მოუგროვებია და საუკეთესოდან სანაძე დასახელდა.

"სან დიეგოს" 1 მოგება და 5 მარცხი აქვს და არასაკონფერენციო, ამხანაგური
ხასიათის მატჩების სერიას აგრძელებს.

მომდევნო შეხვედრა სანაძის გუნდს 2 დეკემბერს, შინ "ბეტესდა ფლეიმსთან" ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყველაფერი სწორია გარდა იმისა, რომ სან-დიეგო მასპინძელი იყო მხოლოდ ნომინალურად, მატჩი ჩატარდა ალიასკაზე, ქალაქ ანჩორაგეში
Lado
13:16 29-11-2015
0
ყველაფერი სწორია გარდა იმისა, რომ სან-დიეგო მასპინძელი იყო მხოლოდ ნომინალურად, მატჩი ჩატარდა ალიასკაზე, ქალაქ ანჩორაგეში
Lado
13:14 29-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული