სტამბოლური კლუბი თურქეთის ჩემპიონატისა და ევროლიგის მატჩების წაგების შემდეგ შიდაჩემპიონატში მორიგ შეხვედრაში დამარცხდა. "დარუშაფაკამ" მორიგი მარცხი სტუმრად "ბანვითთან" განიცადა - 65:76.
ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 19 წუთი გაატარა. მარკოიშვილმა 3-დან 2 ორქულიანი და 3-დან 1 სამიანი ჩააგდო. 7 ქულასთან ერთად მანუჩარმა 2 პასი და 1 მოხსნა მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი ერთხელ დაკარგა.
დარუშაფაკელთაგან 12-12 ქულით საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს მილკო ბიელიცამ და სკოტი უილბეკინმა. გამარჯვებულებს 19 ქულით
4 მოგების მქონე "დარუშაფაკასთვის" ეს მე-5 მარცხი იყო და სტამბოლური გუნდი, რომელიც 3 ტურის წინ მეორე ადგილზე იყო, ახლა მე-9 საფეხურზეა. მორიგი მატჩი მარკოიშვილის გუნდს 6 დეკემბერს, მე-11 ადგილზე მყოფ "ბუიუქჩეკმეჩთან" ელის.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით