ვიდეო: მატჩის საუკეთესო მომენტები
ზაზა ფაჩულიამ NBA-ში სეზონის მე-12 ორმაგი დუბლი გაიფორმა.
2 დეკემბერს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "დალასმა" NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი შეხვედრა გამართა.
"დალასი" "პორტლენდს" ეწვია და ანგარიშით 115:112 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა, სადაც დალასელებმა იყოჩაღეს და გამარჯვებაც მოიპოვეს.
ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 38.03 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ქართველმა ცენტრმა 14 ქულა, 21 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. ზაზამ 10-დან 6 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
აღსანიშნავია, რომ მოხსნების რაოდენობით, ზაზას მაჩვენებელთან ახლოსაც ვერავინ მივიდა. ზაზას შემდეგ ყველაზე მეტი მოხსნა (11) "პორტლენდის" კალათბურთელს, ედ დევისს ჰქონდა.
მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით, ფაჩულია (26) ორივე გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ თანაგუნდელ დერონ უილიამსს ჩამორჩა, რომლის ანგარიშზე 30 ქულა და 8 გადაცემა არის.
ამ გამარჯვების შემდეგ ფაჩულიას გუნდს 11 მოგება და 8 მარცხი დაუგროვდა. დალასელები დასავლეთის კონფერენციაში კვლავ მე-5 ადგილზე იმყოფებიან.
მომდევნო შეხვედრაში "დალასი", 5 დეკემბერს, "ჰიუსტონს" უმასპინძლებს.
10:22 02-12-2015
ზაზა ფაჩულიას მე-12 ორმაგი დუბლი და გამარჯვება "პორტლენდთან" [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 6 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
მაგაზე მეტი დუბლი აქვს ვინმეს?
0
0
კაიი რაააა საღოლ ძმაო :დდდდდ
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული