ზაზა ფაჩულია: დირკ ნოვიცკის ეს მე ვასწავლე

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიამ "დალასისა" და "პორტლენდის" შეხვედრაში, რომელიც სტუმარი "დალასის" გამარჯვებით დასრულდა - 115:112, სეზონის მე-12 ორმაგი დუბლი შეასრულა: 14 ქულა და 21 მოხსნა.


შეხვედრის დასრულებას წამები უკლდა, როცა "დალასის" აცილებულ სამქულიანს დირკ ნოვიცკიმ მიუსწრო და თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა. თამაშის შემდეგ ზაზა ფაჩულია ხუმრობით ამბობდა, რომ სწორედ მან ასწავლა ასეთი სროლა გერმანელ სუპერვარსკვლავს:

"ეს ჩემი სკოლაა, მე ვასწავლე - სწავლა არასოდეს არის გვიან, დირკიც სწავლობს 37 წლის ასაკში. მე უბრალოდ ავუხსენი, როგორ
მოიპოვოს კარგი პოზიცია ფარქვეშ და ვავიწროებ ბიჭებს მის ირგვლივ. მან ზუსტად ისე გააკეთა, როგორც ავუხსენი".

"დალასის" მწვრთნელმა რიკ კარლაილმა ზაზას შესახებ მატჩის შემდეგ განაცხადა:

"ის ძალიან ჭკვიანურად თამაშობს ფარქვეშ. ზაზა ძალიან კარგად იყენებს ტანს ბრძოლისას, ის უფრო ათლეტურია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ის ძალიან სწრაფია ბურთით, მისი ენერგია და დროული ჩართვები ბრძოლებში, უბრალოდ, მისტიკურია".

dallasnews.com-ის საკალათბურთო მიმომხილველმა ედი სეფკომ თავისი აზრი გამოთქვა ფაჩულიას თამაშზე: "ის უფრო სხვა ყაიდის დამცველია, პოზიციურად თამაშობს და მეტოქე კალათბურთელებს ფარქვეშიდან დევნის. მართალია, კარგი დამფარებელი ვერ არის, მაგრამ საერთო ჯამში, ბრწყინვალედ თამაშობს.

"მავერიკსის" დაცვა შეტევაზე უკეთესია და, აბა, გაიხსენეთ, ბოლოს როდის ვთქვით ასეთი სიტყვები".

***
4-ქულიანი და 0-მოხსნიანი ჩავარდნის ("სან ანტონიოსთან") შემდეგ ზაზა ფაჩულიას საშუალო მაჩვენებლები ფანტასტიკურია: 14,3 ქულა და 14,3 მოხსნა (პლუს 0,7 ბლოკი).

21 მოხსნა ზაზა ფაჩულიას კარიერაში საუკეთესო შედეგის გამეორებაა. 2015 წლის 20 მარტს მას 21 მოხსნა "მილუოკისა" და "ბრუკლინის" მატჩში ჰქონდა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
გვეამაყები კაპიტანო
papa
17:51 02-12-2015
0
სულაც არ გამიკვირდება, ხუმრობით კი არა, მართლა ეგრე რომ იყოს - ეს ჩვენი ჯეელები არ სწავლობენ ზაზასგან, თორემ ნოვიცკის მსგავსი პროფესიონალი, თუ დასჭირდა, ბავშვისგანაც ისწავლის.....
მსქროლავი ტროლი
18:19 02-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული