მორიგი წყვილი მატჩი ტოჩიგელებს "ჰოკაიდოსთან" უწევთ, რომლის პირველი დაპირისპირება 5 დეკემბერს მოიგეს.
იაპონიის ჩემპიონატის გათამაშების სისტემა შემდეგნაირია: ყოველ უქმეებზე გუნდები 2-ჯერ ხვდებიან ერთმანეთს და შესაბამისად, 2 ტურს ილევენ. ცქიტიშვილის გუნდმა შაბათის დაპირისპირება შინ 86:74 მოუგო კუნძულ ჰოკაიდოს წარმომადგენლებს და ლიდერთა შორის ადგილი გაიმყარა.
ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მოედანზე 18 წუთი გაატარა. ნიკამ 4-დან 3 ოქრულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. საბოლოო ჯამში ქართველი ლეგიონერის ანგარიშზე 6 ქულა,
ტოჩიგელებს რაიან როსიტერმა 23 ქულითა და 13 მოხსნით ულიდერა.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით