ვიქტორ სანიკიძის 22 ქულა და გამარჯვება თურქეთის ჩემპიონთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვიქტორ სანიკიძის საუკეთესო მატჩი თურქეთის ჩემპიონატში. ანკარის "თედ კოლეჯში" მოთამაშე ქართველმა ფორვარდმა სეზონის საუკეთესო მატჩი თურქეთის მოქმედ ჩემპიონ "პინარ ქარშიაქასთან" ითამაშა. სანიკიძის ქებული თამაშის წყალობით ანკარელებმა ფავორიტად შერაცხილი მეტოქე 65:62 დაამარცხეს.

სანიკიძე სასტარტო ხუთეულში იყო და 25:46 წუთში 8-დან 6 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 10-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. ქართველმა ფორვარდმა 22 ქულას 6 მოხსნა, 3 პასი, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება წაამატა და გასაკვირი არ ყოფილა, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. ისიც ვთქვათ, რომ ვიქტორს პასივში 3 დაკარგვა და
ამდენივე პერსონალური ფოლი ჰქონდა.

"თედ კოლეჯმა" 4 მოგება და 5 მარცხი მოაგროვა და ტურის სხვა მატჩების დასრულებამდე, მე-7 ადგილზე გადაინაცვლა. 4 გამარჯვება აქვს მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკასაც", რომელიც მე-9 ტურის მატჩს 7 დეკემბერს, შინ, "ბუიუკჩეკმეჩესთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული