star-telegram.com: ზაზა ფაჩულია "დალას მავერიკსის" სეზონის MVP-ია

AutoSharing Option
star-telegram.com-მა მორიგი სტატია მიუძღვნა ზაზა ფაჩულიას. გამოცემის აზრით, ზაზა დღეს "დალას მავერიკსის" MVP-ია და ის ადრეული კანდიდატია სეზონის ყველაზე პროგრესირებადი კალათბურთელის პრიზზე.

"ზაზა ფაჩულიას არ მიიჩნევდნენ სასტარო ცენტრად, როცა "დალასმა" ის ზაფხულში "მილუოკისგან" გადმოიყვანა. მაგრამ ახლა, როცა მეოთხედი სეზონი გავიდა, ზაზას 20 მატჩიდან 12 ორმაგი დუბლი აქვს. ის "დალას მავერიკსის" MVP-ია და ადრეული კანდიდატია სეზონის ყველაზე პროგრესირებადი კალათბურთელის პრიზზე", - წერს საიტი.

თავისი აზრი გამოთქვა ზაზა ფაჩულიაზე "დალასის" მეპატრონე მარკ კიუბანმა:

"ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფრაზა ბიზნესშიც და ცხოვრებაშიც - ერთადერთი,
რასაც ცხოვრებაში აკონტროლებ, მონდომებაა - ზაზა ყველაზე ნათელი მაგალითია, ვინც ამ ფრაზას შეეფერება.

მე არ მინახავს ერთი მომენტიც კი, როცა ის 100 მილის სიჩქარით არ მიქრის ან 100%-ით არ იხარჯება უპირატესობის მოსაპოვებლად. როცა შენ გაქვს ოსტატობა და მონდომება, კალათბურთში ბევრ კარგ რამეს მიაღწევ".

"ის ახლა ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან უამრავ ორმაგ დუბლს აკეთებს. ზაზა ჩვენი გუნდის კულტურას კარგად მოერგო. ჩვენ კარგად ვიცით მისი შესაძლებლობები. ჩვენ არ ვიცოდით, იქნებოდა თუ არა ის გუნდის სასტარტო ცენტრი, მაგრამ ზაზამ კარგად გამოიყენა სიტუაცია და სანსი სათავისოდ.

არ შეიძლება არ მოგწონდეს ასეთი კალათბურთელები, ყოველთვის იცი, რომ ისინი საქმეს დიდი სიყვარულითა და მონდომებით გააკეთებენ", - ეს უკვე "დალასის" თავკაც რიკ კარლაილის სიტყვებია.

შეგახსენებთ, რომ მეოთხედი სეზონის გასვლის შემდეგ ზაზა ფაჩულია თამაშში საშუალოდ 10,9 ქულასა და 10,2 მოხსნას აკეთებს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩემი აზრით ამ მომენტისათვის ზაზა საქართველოს საუკეთესო სპორცმენია. ნამდვილად სამაგალითო ადამიანია და კარგი იქნება თუ სხვა სპორტის სახეობის (ნათელია რომელი სპორტის სახეობა მაქვს მხედველობაში) წარმომადგენლები მისგან აიღებენ მაგალითს თუ როგორ შეიძლება გახდე უმაღლესი, უფრო მეტი მსოფლიო დონის ოსტატი. მართალი რომ ვთქვა კალათბურთი საერთოდ არ მიყვარდა და არც ვუყურებდი ზაზამ და საქართველოს ნაკრებმა შემაყვარეს სპორტის ეს სახეობა და დღეს ნბა საც დიდი სიამოვნებით ვუყურებ (განსაკუთრებით დალასის თამაშებს).
dadu
09:31 08-12-2015
0
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის 2016 წლის ბიუჯეტი 7 მილიონი ლარი, ანუ 3 მილიონი დოლარია. მთელი წელი ამ თანხით უნდა შეინახონ ყველა ასაკის ქალთა და ვაჟთა, აგრეთვე ეროვნული ნაკრებები, მათი ფორმა, ინვენტარი, წამალი, წვრთნები, მგზავრობა, სასტუმროები, კვება, მწვრთნელების, მსაჯების, მენეჯერების, ექომების ხელფასები, ჩატარდეს საქართველოს ჩემპიონატი, 3X3-ზე ჩემპიონატი, მთელი წელი იქირაონ სპორტის სასახლე(მილიონ ლარამდე მარტო ეს ჯდება) იგივე ხარჯები, ადმინისტრაციის ხარჯები და ა.შ. მოკლედ, ფედერაციაში ფოკუსნიკები მუშაობენ, ამ კაპიკებით რომ კალათბურთი ყველაზე წარმატებული გუნდური სპორტია საქართველოში. შედეგებს ითხოვენ, თანხის დახარჯვას არც სახელმწიფო, არც ბიზნესი არ ფიქრობს.
2015
02:47 08-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული