16:23 10-12-2015
ზაზა ფაჩულია: "ატლანტას" პირველად რომ ვეთამაშე, ორი ღამე არ მეძინა
AutoSharing Option
თამაშის შემდეგ ზაზას სწორედ ყოფილ გუნდთან თამაშზე დაეკითხნენ, სადაც კარიერის 8 სეზონი გაატარა:
"მახსოვს, პირველად რომ ვეთამაშე "ატლანტას" იქიდან წამოსვლის მერე, წინა ორი ღამე ვერ დავიძინე. ახლა უკვე ასე აღარ არის, "ატლანტასთან" თამაში ჩემთვის დამატებითი მოტივაცია აღარ არის. იქ ბევრი რამ შეიცვალა, გუნდის ფერებიც კი", - განაცხადა ზაზამ.
"მთელი მატჩის განმავლობაში ვერ შევძელით შეტევაში საჭირო რიტმის დაჭერა. ნამდვილად არ იყო ჩვენი დღე. არადა, ვფიქრობ, რომ უკეთესად თამაში შეგვეძლო. ყველა, მთელი გუნდი მოიკოჭლებდა. ვერც ფანები ჩავრთეთ თამაშში. ერთი-ორჯერ კი გამოგვივიდა კარგი მომენტების გადაბმა, მაგრამ სულ ეს იყო. ეს კი საკმარისი არ იყო გამარჯვებისთვის, მით უფრო, ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ".
თამაშის მერე აღშფოთებული იყო "დალასის" მფლობელი მარკ კუბანი, ფაჩულიას წინააღმდეგ სამწამიან ზონაში "ატლანტას" კალათბურთელები მუდმივად არღვევდნენ სამი წამის წესს, მაგრამ მსაჯებმა, როგორც ჩანს, ეს წესი დაივიწყესო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული