ვიქტორ სანიკიძის "თედ კოლეჯი" "ბეშიქთაშთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვიქტორ სანიკიძის "თედ კოლეჯმა" თურქეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში სტუმრად "ბეშიქთაშთან" წააგო.

თურქეთის მოწინავე გუნდთან მისსავე მოედანზე ანკარელებს წარმატების მცირე შანსი ჰქონდათ და საწადელს ვერც მიაღწიეს, თუმცა ბოლომდე იბრძოლეს და სტამბოლურ გრანდს მხოლოდ 5 ქულა დაუთმეს - 69:74.

ქართველმა ფორვარდმა 18 წუთი ითამაშა და შეხვედრა 4 ქულით, 1 მოხსნით და 1 ჩაჭრით დაასრულა. სანიკიძემ 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 3 სამიანი კი ააცილა. ვიქტორმა 4 ჯარიმა მიიღო და ამდენჯერვე დაკარგა ბურთი.

4 მოგებითა და 7 მარცხით სანიკიძის გუნდი მე-12 ადგილზე იმყოფება. მომდევნო
ტურში, 19 დეკემბერს ანკარელები "ტურკ ტელეკომს" უმასპინძლებენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული