ზაზა ფაჩულიას 12 მოხსნა და გამარჯვება "ფინიქსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზაზა ფაჩულიას "დალასმა" 15 დეკემბერს, გამთენიისას NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგი მატჩი გამართა.

"დალასმა" "ფინიქსს" უმასპინძლა და ანგარიშით 104:94 დაამარცხა. ზაზა ფაჩულია, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 28:25 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ქართველმა ცენტრმა 4 ქულა, 12 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი 5-ჯერ დაკარგა. ზაზამ 3 ორქულიანი ისროლა და 2 ჩააგდო.

ქართველ კალათბურთელზე მეტი მოხსნა მხოლოდ ფინიქსელ ჯონ ლოიერს (13) ჰქონდა.

ამ გამარჯვების შემდეგ "დალასს" 14 მოგება და 11 მარცხი დაუგროვდა დასავლეთ კონფერენციაში და მე-5 ადგილზე იმყოფება.

მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი 17 დეკემბერს, სტუმრად "ინდიანასთან" ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
მგელი ხარ..
cezarius
13:05 15-12-2015
0
ესეიგი 4 ქულას რომ ჩააგდებს და ბურთს 5ჯერ დაკარგავს მაინც მაგარია ხო? :D
trabaxa
15:23 15-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული