დუდა სანაძის 14 ქულა და გამარჯვება "დევისთან"

AutoSharing Option
დუდა სანაძის მორიგი წარმატებული მატჩი და სეზონის მე-4 გამარჯვება.

საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა თავის გუნდ "სან დიეგოს" სტუდენტური ლიგის არასაკონფერენციო მატჩში "იუ სი დევისთან" ულიდერა და დაძაბული შეხვედრა მოაგებინა - 61:55.

პირველი ტაიმის შემდეგ სანდიეგოელები 33:34 ჩამორჩებოდნენ, მეორე ნახევარში კი დუდა სანაძემ შეხვედრაში გარდატეხა შეიტანა. ქართველმა ლეგიონერმა ზედიზედ 3 სამქულიანი ჩააგდო, რასაც შედეგიანი გარღვევაც მოაყოლა და მწირექულიან მატჩში თავის გუნდს ხელჩასაჭიდი ლიდერობა დაუბევა - 46:37. 11:0 გაქცევაში ყველა ქულა სანაძემ ჩააგდო და მეტოქე გუნდი წელში გატეხა.

დუდამ 25 წუთი ითამაშა და
მთლიანობაში 14 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. სანაძემ 4-დან 1 ორქულიანი, 4-დან 3 სამიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 16 ქულით გამოირჩა მისი თანაგუნდელი მარკუს ჰარისი, ჰოლანდიელ ჯიტო კოკს კი ორმაგ დუბლამდე 1 დაფარება დააკლდა - შეხვედრა 11 ქულითა და 9 დაფარებით დაასრულა. გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წილი დაიდო სერბმა ვასა პუსიკამაც, რომელმაც 13 ქულა, 6 პასი და 5 მოხსნა მოაგროვა.

სანდიეგოელებს მიმდინარე სეზონში 10-დან 4 გამარჯვება აქვთ. მორიგ მატჩს კი სანაძის გუნდი 24 დეკემბერს "ნორტრიჯთან" გამართავს, რითაც არასაკონფერენციო მატჩებს დაასრულებს. 1-ლი იანვრიდან სტარტს "ვესტ ქოუსტის" კონფერენციის ჩემპიონატი აიღებს და პირველი მეტოქე სანაძის გუნდისთვის "პასიფიკი" იქნება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული