ზაზა ფაჩულიას 5 ქულა და 14 მოხსნა ინდიანაპოლისში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზაზა ფაჩულიას "დალასმა" ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩი ინდიანაპოლისში გამართა და ადგილობრივ "ინდიანა პეისერსთან" ვერაფერი გააწყო. მასპინძლებმა ტეხასელები 26 ქულით - 107:81 დაამარცხეს.

ინდიანელებმა "დალასი" მეორე ნახევარში გატეხეს, პირველი ტაიმის შემდეგ კი ფაჩულიას გუნდი ლიდერობდა - 47:45. მესამე მეოთხედში მასპინძლებმა 30:17 იმარჯვეს და "დალასმა" თამაშის შემობრუნება ვეღარ მოახერხა.

ქართველი ცენტრი, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 26 წუთი გაატარა. ფაჩულიამ ორმაგი დუბლისკენ მსვლელობა შედეგიანად დაიწყო და მე-9 წუთისთვის უკვე 5 ქულა და 7 მოხსნა ჰქონდა. სამწუხაროდ, ზაზას მეტი ქულები აღარ
მოუგროვებია, მოხსნებში კი 14-ამდე ავიდა. მთლიანობაში ქართველმა ცენტრმა 8-დან 2 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, მისმა ჯამურმა მონაგარმა კი 5 ქულა, 14 მოხსნა და 1 ჩაჭრა შეადგინა.

ინდიანელთა ცენტრმა იან მაჰინმიმ შეხვედრა 5 ქულით და 10 მოხსნით დაასრულა, მთავარი დამრტყმელი ძალა კი ინდიანელებს პერიმეტრიდან ჰყავდათ - სიჯეი მაილსმა 20 ქულა მიითვალა, პოლ ჯორჯმა კი გამარჯვებულებს 20 ქულა მიაშველა.

14 მოგებითა და 12 მარცხით "დალასი" დასავლეთ კონფერენციაში "მემფისთან" მე-5-მე-6 ადგილებს იყოფს. ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩს სწორედ მემფისელებთან, 19 დეკემბერს გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული