12:20 21-12-2015
გიორგი შერმადინის 16 ქულა და ეფექტური ჩატენვები მადრიდის "რეალთან" [VIDEO]
AutoSharing Option
მორიგ ტურში ქართველი ცენტრის გუნდის მეტოქე მრისხანე მადრიდის "რეალი" გახლდათ და მართალია, ანდორელები დამარცხდნენ (80:99), შერმადინმა მეტოქეს თავი არ მოუხარა და საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 24:39 წუთში 16 ქულა, 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.
ქართველმა ცენტრმა თითქმის უშეცდომოდ ესროლა. მან 7-დან 6 ორქულიანი და 4-დან ოთხივე საჯარიმო ჩააგდო და საბოლოოდ ანდორელთაგან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტი 23 ერთეული გახლდათ, რაც მასპინძელთა გუნდში საუკეთესო იყო. ქართველის შემდეგ ანდორელთაგან შედეგიანობით მაკედონიელი ვოიდან სტოიანოვსკი გამოირჩა 14 ქულით და 18 მარგი ქმედების კოეფიციენტით.
5 მოგებითა და 6 მარცხით შერმადინის გუნდმა 18-გუნდიან ცხრილში მე-11 ადგილზე ჩაინაცვლა. მორიგ ტურში, რომელიც 23 დეკემბერს გაიმართება, "ანდორა" სტუმრად "ხუვენტუდს" შეხვდება.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული