ქართველი ფარქვეშ ნამდვილი მხეცი იყო! - კომენტატორი ზაზა ფაჩულიაზე

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზაზა ფაჩულიას "დალას მავერიქსმა" დასავლეთის კონფერენციაში უშუალო კონკურენტ "მემფის გრიზლისს" უმასპინძლა და 97:88 ისე დაამარცხა, მეოთხე პერიოდში მეტოქისთვის თამაშის შემოტრიალების შანსი არ მიუცია.

ნოვიცკიმ 20 ქულა ჩააგდო, პარსონსმა - 16, უილიამსმა - 14... გამარჯვება ყველა კალათბურთელზე გადანაწილდა, თუმცა ჩვენ ჩვენი ვთქვათ: ზაზა ფაჩულია ერთადერთი კალათბურთელი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი მიითვალა. არ დაგვავიწყდეს, რომ მეტოქის რიგებში ესპანელი მარკ გასოლი თამაშობდა, რომელმაც 16 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა.

მატჩის პირველი პერიოდის შემდეგ ამერიკელმა კომენტატორმა ფაჩულიას გარჯა მოკლედ ასე შეაფასა: ქართველი ცენტრი ფარქვეშ
ნამდვილი მხეცი იყოო...

როცა ზაზა იდგა, მემფისელებს ფარქვეშიდან ქულების მოგროვება ძალიან უჭირდათ. მარკ გასოლმა ქულების უმეტესობა მაშინ ჩააგდო, როცა მას ქართველი არ მეურვეობდა.

აი, მეორე საინტერესო ფრაზა, რაც კომენტატორმა წარმოთქვა: "ეს იყო "მემფისის" კალათბურთელთა საშობაო საჩუქარი დალასელთათვის".

საქმე ისაა, რომ დიდი შესვენების დაწყებას წამი უკლდა, როცა დერონ უილიამსმა ბურთიანად მოედნის ნახევარი გადაკვეთა და ტყორცნისას მასზე მეტოქე დაჯარიმდა. არადა, ასეთ ფოლებს ბავშვებიც აღარ იღებენ. სწორედ ეს ჯარიმა მონათლა კომენტატორმა საშობაო საჩუქრად. დერონმა სამივე საჯარიმო გამოიყენა...

"დალასს" 15 მოგება, 12 მარცხი აქვს და დასავლეთის კონფერენციაში მეხუთე პოზიციაზეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
Eg rogor unda tqvas qartvelma sxva sawer ar gaqvto,amaze kargi ra unda daweron an ra unda waikitxo bj, tu sporti ar gesmis ras kitxulob saertod
Jariskaci
12:30 22-12-2015
0
თუ შეიძლება ტურნირის ცხრილიც გამოაქვეყნეთ ხოლმე!
არჩილ ხოფერია
19:09 21-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული