ზაზა ფაჩულიას 7 ქულა და 3 მოხსნა ტორონტოში წაგებულ მატჩში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩვენი დროით 23 დეკემბერს, გამთენიისას, საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ზაზა ფაჩულიას გუნდმა "დალას მავერიკსმა" NBA-ში მორიგი მატჩი ტორონტოში "რეპტორზთან" გამართა და ანგარიშით 99:103 დამარცხდა.

ფაჩულიამ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო, თუმცა საშუალოზე ბევრად ნაკლები - 18 წუთი ითამაშა, რა დროშიც მან 6-დან 3 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 7 ქულას ზაზამ 3 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება ისე მოაყოლა, ბურთი არ დაუკარგავს.

7 ქულით დაასრულეს შეხვედრა ხუთეულის წევრებმა - დერონ უილიამსმა და ჩენდლერ პერსონსმა, 15 ქულა მიითვალა ვესლი
მეთიუზმა, ხოლო საუკეთესო დირკ ნოვიცკი გახდა 20 ქულითა და 7 მოხსნით.

15 მოგებითა და 13 მარცხით "დალასმა" დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილი შეინარჩუნა. 16 მოგება და 14 მარცხი აქვს "მემფისს", რომელმაც დღეს ფილადელფიაში იმარჯვა.

ფაჩულიას გუნდი მორიგ მატჩს ჩვენი დროით ხვალ, გარიჟრაჟზე, ნიუ იორკში "ბრუკლინ ნეთსთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული