08:55 23-12-2015
ზაზა ფაჩულიას 7 ქულა და 3 მოხსნა ტორონტოში წაგებულ მატჩში [VIDEO]
AutoSharing Option
ფაჩულიამ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო, თუმცა საშუალოზე ბევრად ნაკლები - 18 წუთი ითამაშა, რა დროშიც მან 6-დან 3 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 7 ქულას ზაზამ 3 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება ისე მოაყოლა, ბურთი არ დაუკარგავს.
7 ქულით დაასრულეს შეხვედრა ხუთეულის წევრებმა - დერონ უილიამსმა და ჩენდლერ პერსონსმა, 15 ქულა მიითვალა ვესლი მეთიუზმა, ხოლო საუკეთესო დირკ ნოვიცკი გახდა 20 ქულითა და 7 მოხსნით.
15 მოგებითა და 13 მარცხით "დალასმა" დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილი შეინარჩუნა. 16 მოგება და 14 მარცხი აქვს "მემფისს", რომელმაც დღეს ფილადელფიაში იმარჯვა.
ფაჩულიას გუნდი მორიგ მატჩს ჩვენი დროით ხვალ, გარიჟრაჟზე, ნიუ იორკში "ბრუკლინ ნეთსთან" გამართავს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული