აი, რას წერს საიტი: "ზაზა ფაჩულია სულელურად დაეთანხმა დირკ ნოვიცკის და გერმანელს ჯენტლმენური ნაძლევის პირობების შეცვლაზე დაეთანხმა.
საქმე ისაა, რომ ფაჩულია და ნოვიცკი დანაძლევდნენ, ვინ მოიგებდა სეზონის ბოლოს ჩატენვების რიცხვით. ამ დრომდე ფაჩულია აშკარად წინ იყო - 7:3.
ამის მერე დირკმა სთხოვა ზაზას, რომ მისთვის ყოველი 10 ზუსტი სამქულიანი ტყორცნა 1 ჩატენვად ჩაეთვალა. ზაზა დაეთანხმა და აქ შეცდა.
ნოვიცკის ანგარიშზე უკვე
"ის ვერასოდეს დამეწევა" - არცთუ დიდი ხნის წინ ამტკიცებდა ზაზა, მაგრამ ახლა უპირატესობა დირკის მხარეს გადადის".
კალათბურთელები არ ახმაურებენ, რაზეა ნაძლევი, ფულზე თუ სხვა რამეზე, მაგრამ ახლა ფაჩულიას აღარ აწყობს შედეგიანი პასები ნოვიცკის მიმართულებით. თუმცა "ტორონტოსთან" წუხანდელ შეხვედრაში ზაზას შეეძლო ჩატენვა, მაგრამ სამქულიან ზონაში ნოვიცკი მოძებნა.
ბუნებრივია, ფაჩულია და ნოვიცკი ნამდვილი პროფესიონალები არიან და ნაძლევს გუნდის ინტერესებს არ გადააყოლებენ.
ად ითამაშებენ