ერთი სახალისო ამბავი: ნაძლევი ზაზა ფაჩულიასა და დირკ ნოვიცკის შორის

AutoSharing Option
ESPN.COM-ის ჟურნალისტი ტიმ მაკმაჰონი ერთ სახალისო ამბავს ჰყვება, რომელიც "დალას მავერიკსის" ევროპელ ვარსკვლავებს, დირკ ნოვიცკისა და ზაზა ფაჩულიას ეხებათ.

აი, რას წერს საიტი: "ზაზა ფაჩულია სულელურად დაეთანხმა დირკ ნოვიცკის და გერმანელს ჯენტლმენური ნაძლევის პირობების შეცვლაზე დაეთანხმა.

საქმე ისაა, რომ ფაჩულია და ნოვიცკი დანაძლევდნენ, ვინ მოიგებდა სეზონის ბოლოს ჩატენვების რიცხვით. ამ დრომდე ფაჩულია აშკარად წინ იყო - 7:3.

ამის მერე დირკმა სთხოვა ზაზას, რომ მისთვის ყოველი 10 ზუსტი სამქულიანი ტყორცნა 1 ჩატენვად ჩაეთვალა. ზაზა დაეთანხმა და აქ შეცდა.

ნოვიცკის ანგარიშზე უკვე
37 სამქულიანია და ფაჩულიასთან ის უკვე მხოლოდ ქულას აგებს - 6:7.

"ის ვერასოდეს დამეწევა" - არცთუ დიდი ხნის წინ ამტკიცებდა ზაზა, მაგრამ ახლა უპირატესობა დირკის მხარეს გადადის".

კალათბურთელები არ ახმაურებენ, რაზეა ნაძლევი, ფულზე თუ სხვა რამეზე, მაგრამ ახლა ფაჩულიას აღარ აწყობს შედეგიანი პასები ნოვიცკის მიმართულებით. თუმცა "ტორონტოსთან" წუხანდელ შეხვედრაში ზაზას შეეძლო ჩატენვა, მაგრამ სამქულიან ზონაში ნოვიცკი მოძებნა.

ბუნებრივია, ფაჩულია და ნოვიცკი ნამდვილი პროფესიონალები არიან და ნაძლევს გუნდის ინტერესებს არ გადააყოლებენ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ზაზამ დაიმსახურა კარიერის დაისში ნოვიცკისნაირ ლეგენდასთან თამაში და სიამოვნების მიღება. ზაზა კარგი საქართველოს მოქალაქეა
mashin roca ufro
17:20 23-12-2015
0
ასე იცვლება ცხოვრება.. ბაბუები მე2 მსოფლიო ომში ერთმანეთს ხოცავდნენ, და შვილიშვილები ერთად თამაშობენ.. ამიტომ მგონია,რომ ჩვენ დავბრუნდებით აფხაზეთში, ერთი ლამაზ დღეს.. :)
ქუთაისელი
17:27 23-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული