ვიქტორ სანიკიძის MVP-ს ტიტული და 13 ქულა "ტრაბზონსფორთან"

AutoSharing Option
ქართველი ლეგიონერის "თედ კოლეჯმა" თურქეთის ჩემპიონატში მორიგი, მე-6 გამარჯვება მოიპოვა. ანკარელებმა ცხრილში მეზობელ "ტრაბზონსფორს" უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში - 74:70 დაამარცხეს.

ვიქტორ სანიკიძე სასტარტო ხუთეულში იყო, მოედანზე 33 წუთი გაატარა და თავის გუნდს გამარჯვებაში დიდად დაეხმარა. ქართველ ფორვარდს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. ვიქტორმა 5-დან 3 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. საბოლოო ჯამში სანიკიძემ 13 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. 16 ქულა მოაგროვა ამერიკელმა კალინ ლუკასმა, თუმცა მარგი ქმედების კოეფიციენტით სანიკიძე ანკარელთა
გუნდში საუკეთესო იყო.

6 მოგებითა და 7 მარცხით "თედ კოლეჯი" თურქეთის ჩემპიონატში მე-9 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს სანიკიძის გუნდი 3 იანვარს სტამბოლში, "ეფესთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული