ზაზა ფაჩულიამ სეზონის მე-18 ორმაგი დუბლი "მაიამისთან" შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ NBA-ს მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა და სეზონის მე-18 ორმაგი დუბლი მიითვალა, თუმცა ამის მიუხედავად, მისი გუნდი "დალას მავერიკსი" სტუმრად მაიამიში "ჰიტთან" უშანსოდ, ანგარიშით 82:106 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის დროით 2 იანვარს, გამთენიისას გამართულ შეხვედრაში, ფლორიდული გუნდი, პირველი მეოთხედიდან დაწყებული, ბოლომდე თვალსაჩინო უპირატესობას ფლობდა.

რაც შეეხება ქართველ ცენტრს, ზაზამ, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში დაიწყო თამაში და მოედანზე 25:02 წუთი დაჰყო. ის თავის გუნდში საუკეთესო იყო 14 ქულითა და 13 მოხსნით. ზაზამ 9-იდან 5
ორქულიანი და 5-იდან 4 საჯარიმო ჩააგდო.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კი მაიამელი ჰასან უაითსაიდი გახდა 25 ქულითა და 19 მოხსნით.

"დალასი"  19 მოგებითა და 14 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა, მორიგ მატჩს კი, ჩვენი დროით 3 იანვარს გაამთენიისას, "ნიუ ორლეანთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზაზა იმსახურებს აუცილებლად ოლსტარსჰი მიიგოს მონაწილეობააა
blituza
11:41 02-01-2016
0

სიახლეები პოპულარული