ვიქტორ სანიკიძის სუპერმატჩი თურქეთის ჩემპიონატში

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კალათბურთელის, ვიქტორ სანიკიის სუპერმატჩი თურქეთის ჩემპიონატში.

"თედ კოლეჯის" ქართველმა ფორვარდმა ლიდერ "ეფესთან" გასვლით შეხვედრაში 25 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა, თუმცა სანიკიძის დიდებული გარჯა გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ჩემპიონატის ლიდერმა "ეფესმა" გაჭირვებით, მაგრამ მაინც სძლია "თედ კოლეჯს" - 75:72.

სანიკიძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 38:27 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა 4-დან 4 ორქულიანი, 7-დან 3 სამიანი და 9-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. 25 ქულასთან ერთად ვიქტორმა 10 მოხსნა, 5 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა და მატჩში
საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. "ეფესში" 20 ქულით საუკეთესო დარიო სარიჩი გახლდათ.

6 მოგებითა და 8 მარცხით "თედ კოლეჯი" 16-გუნდიან სუპერლიგაში მე-10 ადგილზეა. მორიგ ტურში, 9 იანვარს სანიკიძის გუნდი "გაზიანთეფს" უმასპინძლებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული