ქართველმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონი იაპონიის ჩემპიონატში დაიწყო, სადაც "ტოჩიგი ბრექსის" ღირსებას იცავდა, თუმცა შუა სეზონში მან კლუბი შეიცვალა და თავის ძველ ნავსაყუდელ ლიბანს დაუბრუნდა.
ცქიტიშვილის სადებიუტო მატჩი სტუმრად "ჰომენეტმენთან" შედგა, რომელშიც ქართველმა ფორვარდმა 40 წუთში 30 ქულა, 16 მოხსნა, 4 პასი და 3 დაფარება მიითვალა. ნიკამ 15-დან 8 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 47-ს
ეს გახლდათ ლიბანის ჩემპიონატის პირველი ტური. მეორე ტურში კი "ჩემპვილი" ისევ სტუმრად, ამჯერად "მუტაჰედთან" ითამაშებს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით