ჯეიკობ პულენის 25 ქულა და გამარჯვება ევროლიგაზე მანუჩარ მარკოიშვილის გუნდთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის ტოპ-16-ის მეორე ტურში კვლავ მარცხი იწვნია მანუჩარ მარკოიშვილის "დარუშაფაკამ".

ქართველი უკანახაზელის გუნდმა ევროპის პრესტიჟული ტურნირის მეორე ჯგუფური ეტაპი ესპანეთში "უნიკახასთან" მარცხით დაიწყო, დღეს კი შინ ხორვატიულ "ცედევიტასთანაც" წააგო - 72:79.

მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ქართველმა უკანახაზელმა მოედანზე 27:21 წუთი გაატარა და თავი 11 ქულას, 1 მოხსნას და 1 პასს მოუყარა. მანუჩარმა 7-დან 5 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამიანი კი ააცილა. საუკეთესო სტამბოლურ გუნდში სემიჰ ერდენი გახლდათ 13 ქულით, 6 მოხსნითა და 4 დაფარებით.

გამარჯვებულებს 25
ქულით ქართული პასპორტის მქონე ჯეიკობ პულენმა ულიდერა, რომელმაც საქართველოს ნაკრების სახელი გასულ ევრობასკეტზე დაიცვა. პულენმა 12-დან 5 სამქულიანი, 7-დან 3 ორიანი და 4-ივე საჯარიმო ჩააგდო.

"ცედევიტას" 2 ტურის შემდეგ თითო მოგება-წაგება აქვს, ხოლო "დარუშაფაკა" მოგების გარეშე გახლავთ. მომდევნო ტურში, 15 იანვარს მარკოიშვილის გუნდი სტუმრად თანაქალაქელ "ეფესს" შეხვდება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
რატო არ მოგტყდა ეგ ხელები ჯეიკობ,რა მშვენიერი მოგება ამომაცალე ჯიბიდან :( :(
papa
13:59 08-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული