ზაზა ფაჩულიას მე-19 ორმაგი დუბლი სეზონში და გამარჯვება "მინესოტასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 იანვარს ზაზა ფაჩულიამ NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში სეზონის მე-19 ორმაგი დუბლი გაიფორმა.

ქართველი ცენტრის "დალასი" "მინესოტას" ესტუმრა და ანგარიშით 93:87 დაამარცხა.

ფაჩულია, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე 32 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან 13 ქულა (4/9, 5/5), 11 მოხსნა (6/5), 2 პასი და ერთი დაფარება მოაგროვა, ხოლო ბურთი ერთხელ დაკარგა.

ფაჩულია გახდა ერთადერთი მოთამაშე მატჩში, ვინც ორმაგი დუბლი გაიფორმა. ქართველი კალათბურთელის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 18 ერთეული შეადგინა. ამ მაჩვენებელში მას მხოლოდ დირკ ნოვიცკიმ (26) და მინესოტელმა
რიკი რუბიომ გაუსწრეს (19).

ნოვიცკიმ შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა (29) ჩააგდო.

ამ გამარჯვების შემდეგ "დალასს" 22 მოგება და 16 მარცხი დაუგროვდა და დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილს იკავებს.

მომდევნო შეხვედრას ფაჩულიას გუნდი 13 იანვარს დილით, შინ "კლივლენდთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
აი ზაზა რა დონეზეა ვსაც გაინტერესებთ მოგიყვანთ დენის როდმანის და ზაზას მონაცემებს (დენის როდმანი ალბათ იცით ვინცაა?!) SanBos GuriaL: Сезон 1988-89 стал первым чемпионским сезоном Детройт Пистонс, в Финале НБА в сухую разгромившими Лэйкерс. В регулярном чемпионате Денис Родман играл роль первого запасного игрока команды, за 26.9 минут забивая по 9.0 очка, делая по 9.4 подбора, 1.2 передачи и 0.93 блок-шота. ახლა ნახე ზაზას შედეგები
PPG 10.7 RPG 10.8 APG 1.8 SPG 1.1
არჩილ ხოფერია
16:37 11-01-2016
0
კარგი, უმაღლესი! კვლავ მაგრად გაგვახარე ზაზა! წინ ოლსტარისკენ! საიტის რედაქციას - გთხოვთ ერთხელ მაინც გამოაქვეყნოთ გათამაშების ცხეილი, მინდა ვნახო რა მეხუთე ადგილია ასეთიარც მოგება და არც წაგება რომ არ მოქმედებს?!
არჩილ ხოფერია
12:38 11-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული