მეხუთე ადგილზე NBA-ში - ზაზა ფაჩულიას ხელფასი მის თამაშს არ შეესაბამება

AutoSharing Option
thesportsquotient.com-მა NBA-ს 10 კალათბურთელი გამოარჩია, რომლებსაც ხელფასზე უკეთესი სათამაშო შედეგები აქვთ, ანუ უფრო ნაკლებ ხელფასს იღებენ, ვიდრე იმსახურებენ.

მეხუთე ადგილზეა "დალას მავერიკსის" ცენტრი ზაზა ფაჩულია.

ლიგის საუკეთესო ათეულის გამოსავლენად შემუშავებულია ფორმულა. ყველა სახის ძირითადი სტატისტიკა თავმოყრილია ეგრეთ წოდებულ Impact Score-ში, რომელიც შემდეგ გაყოფილია კალათბურთელის ამ სეზონის ხელფასზე (ქულა, რაც ნაკლები, უკეთესია).

ზაზამ 129,19 ქულა დააგროვა, რაც მეხუთე შედეგია:

"რიკ კარლაილის გუნდში ზაზა ფაჩულია ორმაგი დუბლების შემსრულებელ მანქანად იქცა. ის საშუალოდ 10,7 ქულასა და ამდენივე მოხსნას აკეთებს თამაშში. ცენტრი ამ სეზონში
უფრო მეტად უტევს, ვიდრე წინაში. ფარქვეშიდან ის 61%-იანი სიზუსტით ისვრის, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე ადრე (54%). ის მეშვიდე ადგილზეა ორმაგი დუბლების რაოდენობით, მეექვსე საუკეთესო მომხსნელია ლიგაში პროცენტული მაჩვენებლით", - წერს საიტი.

ზაზა, ყველაფერ ამასთან ერთად, მოკრძალებულ 5,2 მილიონ დოლარს იღებს სეზონში.

ფაჩულიაზე უფრო ეფექტური ამ მაჩვენებლით მხოლოდ ოთხი კალათბურთელია: კარლ-ენტონი თაუნსი (122,65), ენტონი დევისი (123,16), სტეფ კარი (127,84) და აიზეა თომასი (128,37).
მკითხველის კომენტარები / 13 /
დღეს ისეთი გამოუვალი მდგომარეობა გვაქვს უმრავლესობას,რომ ბევრი ბავშვი დღეში ერთჯერ იკვებება და რომელ 120 ლარზე ლაპარაკობთ.მუშაობით ამ თანხას ვერ გადაუხდი,ეგეთი რაღაცები 10 პროცენტისთვისაა,რაც ქვეყნის კატასტროფაა.ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება,სოციალურ რევოლუციას ვერ ავცდებით,მომუშავე ექიმზე,მასწავლებელზე,ინჟინერზე მეტი შემოსავალი აქვს ვაჭარს,ბანკის გოგოშკას,არასამთავრობოებს,მთავრობისებსაც...ასე რომ გეშინოდეთ.
abn
24 იანვარი 2016 14:43
0
რა ფულია 120 ლარი ბავშვისთვის, რომ გაიღოს ადამიანმა და ქვეყანას ერთი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ნორმალური ადამიანი შეემატოს, მაგრამ როგორც ხედავთ ეს გაუბედურებული ლარიც უჭირს ხალხს არა აქვს მოსახლეობას.
kaci
20 იანვარი 2016 12:30
0
ნანა, რას ნიშნავს სოციალისტური თუ კლასობრივი კომპლექსები, მე მგონი პირიქით თქვენ გაქვთ კომპლექსი სწორედ სოციალიზმის მიმართ, თუკი ადამიანს არა აქვს თანხის გადახდის საშუალება და ეს ბარიერად იქცევა მისი განვითარებისთვის ეს თქვენთვის მისაღებია? არ ვიცი ზაზას აკადემიის შემთხვევაში როგორაა, იმედია ნიჭიერ ბავშვებს დაეხმარებიან და გარკვეულ შეღავათებს დაუწესებენ.
guga
19 იანვარი 2016 14:23
0
მე არ ვიცი აკადემიაში რა ფასებია მაგრამ თუ მართლა თვე მხოლოდ ვარჯიში 120 ლარი ღირს მაშინ ჯობია მანეჟი ისევ სახელმწიფოს გადაეცეს და ძველი ტარიფები იყოს გადასახდელად, ისიც ძვირია ჩვენისთანა შემოსავლის მქონე მოქალაქეებისათვის მარა ამასთან შედარებაც არაა
reji
13 იანვარი 2016 00:16
0
ის პირობები რაც ზაზას აქვს აკადმიაში სხვაგან არაა.ფასიც შესაბამისია.თუ ტალანტს ნახავს,ამ ადამიანს დახმარება არ ეზარება.მამიკო კიდევ თუ შრომობს და შვილს სპორტზე ატარებს ამაში ცუდი არაფერია.ეს სოციალისტური თუ კლასობრივი კომპლექსები ცუდია.ვნებს.
ნანა
12 იანვარი 2016 15:56
0
ზაზას ყველაფერს კარგს უსურვებ ეგ არ მიგულისხმია ძმებო. უბრალოდ ტალანტები რომ აგმოაჩინო მათ შანსი უნდა მიცე. როგორ ფიქრობთ რამდენი ბავშვი ანებებს თავს ოჯახს რომ ფული არააქვს აქ საუბარია 120 ლარზე როცა პენსია ხალხს 160 ლარია
NBA
12 იანვარი 2016 12:43
0
ქართველებო გახსოვდეთ, ჩვენს გარდა ათასი ჯურის მტერი პოსტავს სიძულვილის გასაღვივებლად. სანამ გაბრაზდებით და ცუდს იფიქრებთ ქართველობაზე ეგეც გაითვალისწინეთ!!!
მოდინახე
12 იანვარი 2016 10:55
0
ჯერ ერთი ტალანტებს რაც შეეხება ეგ კიდევ ცალკე თემაა, იმიტომ რომ თავისთავად ეს შეფასება სუბიექტურია. ბავშვი შეიძლება მხოლოდ მამამის ს ეჩვენება ტალანტი. მერე მეორე, ამხელა კომპლექსს ხარჯები აქვს უამრავი და შემოსავალმა მინიმუმ თავის თავი უნდა შეინახოს. 20 ლარად ამას ვერ იზამს და ვერც უფასო ვერ იქნება, ეს გამორიცხულია. და მესამე, მე პირადად ღრმად ვარ დარწმუნებული რომ აუცილებლად იქნება ინდივიდუალური მიდგომა. მამიკოს ბიჭს თუ უნდა კი ბატონო, გადაიხადოს და ივარჯიშო, მაგრამ თუ კი მართლ ტალანტი გამოჩნდება და მასში ნიჭს დაინახავენ არავინ არ თქვას რომ დარბაზში ქვითრის გარეშე არ შუშვებენ. არ გავს ფაჩულია იმ კაცს ხელმოკლე ტალანტს ხელი არ შეუწყოს. მართლა ტალანტი ვინც არის იმას არც ფულს გადაახდევინებენ, აქეთ გადაუხდიან და ყველა პირობასაც შეუქმნიან, მაგრამ მის ტალანტს მწვრთნელები უნდა ხედავდნენ და არა მხოლოდ მამამისი
fraternity
12 იანვარი 2016 10:07
0
ამ კაცმა ყველგაფერს თავისი შრომითა და ნიჭით მიაღწია! ამ ხალხის გული კი ვერ მოიგო! „ხმები რომ უნდა“ - ისე ამბობენ თითქოს კირი და ცემენტი გეხარჯებოდეთ თქვე კაი ხალხო! არც ერთხელ არ მოუთხოვია მას და თუ არ გინდათ მაინც არ მისცემთ, რა ააქაფეთ ყურები. მართლა რამეს რომ წარმოადგენდეს მაგ ხმები, წარმომიდგენია რა ამბავს ატეხდით... უბრალოდ სირცხვილია
fan
12 იანვარი 2016 06:04
0
მართალია ხმის მიცემით ზაზა წინ არის მაგრამ მიხედოს თავის აკდემიის ფასებს, 120 ლარი რა უბედურეებაა. იქ მამიკოს ბიჭებით გაივსება აკადდემია ტალანებმა კი გაყინულ დარბაზებში უნდა ირბინონ
დარდუბალა
11 იანვარი 2016 20:16
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული