14 იანვარს ახალ სპორტის სასახლეში ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერი მატჩი გაიმართება

AutoSharing Option
14 იანვარს, 19 საათზე, ახალ სპორტის სასახლეში (მაღლივ კორპუსთან) ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერი მატჩი გაიმართება. მონაწილეობას მიიღებენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელები, ვეტერანი კალათბურთელები, სპორტსმენები და ჟურნალისტები.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია NBA-ში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს და ახლოსაა ისტორიულ მიღწევასთან - მონაწილეობა მიიღოს "ყველა ვარსკვლავის" მატჩში, რომელიც 14 თებერვალს, ტორონტოში გაიმართება. ხმის მიცემის პროცედურა დეკემბრიდან მიმდინარეობს და დღევანდელი მატჩიც სწორედ პროცესის გააქტიურებისთვის გაიმართება.

მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონი ჭიდაობაში, საქართველოს წლის სპორტსმენი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი; მსოფლიოს 2015 ჩემპიონი ძალოსნობაში ლაშა ტალახაძე;
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი; მინისტრის მოადგილეები; ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მესვეურები; ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი; ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი; სხვადასხვა სპორტული ფედერაციის წარმომადგენლები; ვეტერანი კალათბურთელები - ასეთია დღევანდელი ამხანაგური შეხვედრის მონაწილეთა არასრული სია.

ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერ მატჩზე დასწრება თავისუფალია. თამაშის ორგანიზატორია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო კალათბურთის ფედერაციასთან ერთად, მხარდამჭერი კი დეველოპერული კომპანია Royal Group.

სამინისტროს პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული