NBA All-Star-ის ახალი შედეგები: ზაზა ფაჩულია მიზანს 200 ათასი ხმით ჩამორჩება

AutoSharing Option
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა NBA All-Star-ის შუალედური შედეგები. ეს უკანასკნელად მოხდა, რადგან 4 დღეში არჩევნები დასრულდება.

ახალი შედეგების მიხედვით, ზაზა ფაჩულია დასავლეთ კონფერენციაში ისევ მერვე ადგილზეა ფორვარდებს შორის. ზაზას 299 584 ხმა აქვს. შეგახსენებთ, რომ "ყველა ვარსკვლავის" მატჩში სასტარტო ხუთეულში სათამაშოდ საჭიროა ფორვარდთა სამეულში მოხვედრა.

დასავლეთში ფორვარდთა სამეული ახლა ასეთია: 1. კობი ბრაიანტი - 1 533 432; 2. კევინ დურანტი - 774 782; 3. დრეიმონდ გრინი - 499 947.

როგორც ხედავთ, დარჩენილ ოთხ დღეში ზაზამ გრინთან 200-ათასიანი ჩამორჩენა
უნდა აღმოფხვრას.

NBA-ს ყველა ვარსკლავის მატჩი 14 თებერვალს, ტორონტოში გაიმართება.

ზაზა ფაჩულიაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად გამოიყენეთ ტეგი ზაზა ფაჩულია

იხილეთ ინგლისური ვერსია - Zaza Pachulia on the 8th place – 200 000 votes away from qualifying for NBA All-Star game

აღმოსავლეთის კონფერენცია
უკანა ხაზი
1. დუეინ უეიდი 736.732
2. კაირი ირვინგი 399.757
3. კაილ ლოური 367.472

წინა ხაზი
1. ლებრონ ჯეიმსი 830.345
2. პოლ ჯორჯი 569.947
3. კარმელო ენტონი 368.336

დასავლეთის კონფერენცია
უკანა ხაზი
1. სტეფ კარი 1.206.467
2. რასელ უესტბრუკი 609.901
3. კრის პოლი 410.284

წინა ხაზი
1. კობი ბრაიანტი 1.533.432
2. კევინ დურანტი 774.782
3. დრემონდ გრინი 499.947
4. კავაი ლეონარდი 487.626
5. ბლეიქ გრიფინი 396.630
6. ენტონი დევისი 326.070
7. ტიმ დანკანი 303.498
8. ზაზა ფაჩულია 299.584
9. დემარკუს კაზინსი 267.087.
მკითხველის კომენტარები / 33 /
Am statiit ra unda gavigot mere ra araprofesionalizmia sad weria aq sad midis chveni xmebi?????
Jariskaci
16 იანვარი 2016 20:41
0
Yvela logikit 2milionze meti xma unda hqondes zazas sworad rom xma migveca aqamde
Lasha
16 იანვარი 2016 20:40
0
ეეჰ მთელი ეს დღეები დავდივარ და ყველა არასაჯარო პოსტზე ვწერ რომ იქ კომენტარების დადებას აზრი არ აქვს მაგრამ ვინ გისმენს? ქვეშვე მიმიწერენ ხოლმე ახალ ხმას.... ან მაგრად გამოვშტერდით ან რავიცი რაშია საქმე, ჯიგარი კი გვაქვს მაგრამ ჩვენი უთავბოლობა აბათილებს :(
თემო
16 იანვარი 2016 20:29
0
მე-8 ადგილი წარმოუდგენელი მიღწევაა. ის დემარკუს კაზინს უსწრებს. სულ ცოტა და შესაძლოა მე-6 ადგილზე გავიდეს, ანუ ტიმ დანკანს და ენტონი დევისს აჯობოს. ეს ფანტასტიკაა. საინტერესოა, მართლა კალათბურთის მცოდნეებს ამაზე რა აზრი აქვთ.
გიო
15 იანვარი 2016 20:20
0
ეხლა შევედი კიდე და მივეცი ხმა. ქვევით წერია, რომ ანგარიში უნდა შექმნა. მაგას მიყევით და მარტივია შექმნა. დამიწერა რომ ჩემი ხმა მიღებულია!(ანგარიშის გაკეთების გრაფაში ზიპ კოდს მოქთხოვთ მარა მაგის გარეშეც გააკათებთ ანგარიშს, არ დაგაბნიოთ)
miro
15 იანვარი 2016 18:54
0
იტყუებიან, გვამაიმუნებენ
qweasd
15 იანვარი 2016 18:51
0
ყოველ შემთხვევაში ეგ და გუგლის მეშვეობით ხმის მიცემა ყველაზე სწორია! ფეისბუკი სისულელეაა
miro
15 იანვარი 2016 18:39
0
არ ვიცი, ახლაც ვნახე! მე არაფერს არ მეკითხება! ნუთუ მეც არასწორად ვაძლევ ხმას?
არჩილ ხოფერია
15 იანვარი 2016 17:53
0
არჩილ ხოფერია-ს
ეგ საიტი მეც ვიცი მარა vote-ს რო ვაჭერ მერე მიგდებს მეილს და მის პაროლის ჩაწერას მთხოვს. რო ვცერ მიცერს არასწორიაო. და მაგი თუ არ გავაკეთე ხმა მისდის მაინც?
miro
15 იანვარი 2016 17:33
0
ბევრს ჰგონია რო ფეისბუქზე კომენტარებიდან ხმა მისდის... ესე არაა ხალხო უნდა დაპოსტოთ ფეისბუქზე... მარა ყველაზე ნაღდია ნბა-ს ოფიციალური გვერდიდან მივცეთ ხმა
vaso
15 იანვარი 2016 16:09
0

სიახლეები პოპულარული