სად იკარგება ქართული ხმები? როგორ მივცეთ ხმა სწორად ზაზა ფაჩულიას [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ს ყველა ვარსკლავის მატჩში მოსახვედრად "დალას მავერიკსის" ცენტრ ზაზა ფაჩულიას მხარდაჭერა საქართველოდან ნამდვილად არ აკლია, თუმცა ბოლო შუალედურმა შედეგებმა ბევრი დააეჭვა - სწორად ხდება თუ არა მისთვის ხმის მიცემა და აისახება თუ არა ეს შედეგებზე.

15 იანვარს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასულ გადაცემა "კომუნიკატორში" ფაჩულიასთვის ხმის მიცემის წესებზე ისაუბრეს. გადაცემაში ამერიკიდან ჩაერთო აშშ-ში სტაჟირებაზე მყოფი ირაკლი აბაშიძე, რომელმაც საკითხი გულდასმით შეისწავლა და ქართველი ცენტრის მხარდამჭერთათვის მნიშვნელოვანი განმარტებები გააკეთა.

ბოლო მონაცემებით, ზაზა ფაჩულიას 299 584 ხმა ჰქონდა, რაც მერვე შედეგი იყო დასავლეთ კონფერენციაში
ფორვარდებს შორის. "ყველა ვარსკვლავის" მატჩში სასტარტო ხუთეულში სათამაშოდ კი საჭიროა ფორვარდთა სამეულში მოხვედრა.

ასევე იხილეთ:
NBA All-Star-ის ახალი შედეგები: ზაზა ფაჩულია მიზანს 200 ათასი ხმით ჩამორჩება
მკითხველის კომენტარები / 15 /
ეს ხმები პირდაპირ ერთი ერთში არ მიდის... ჩემის აზრით რაღაც სისტემა არსებობს რაც ითვლის ყველა სოციალურის ქსელიდან მოსულ აქტივობებს და იმის მიხედვით ითვლის სარეიტინგო ქულას...
მარტივი მათემატიკით რომ დავთვალოთ ზაზას არც არაფერი არ დაუკარგავს (ხმებს ვგულისხმობ) ვინც არ მეთანხმება იქნებ ამიხსნას ეს: რომ FACEBOOK-ზე ლებრონ ჯეიმსს 20 მილიონი ხელმოწერა აქვს სხვა სოც.ქსელებზე რომ აღარაფერი ვთქვთ... 7 იანვრის მონაცემებით ლებრონს ჰქონდა 636 388 ხმა და 15 იანვრის მონაცემებით 830 345 ნუთუ 20 მილიონიდან 1 მილიონ facebook-ის მომხმარებელმა ერთი თვის მანძილზე ერთხელ არ მისცა ხმა...?

ამ ხალხის ასეთ გაურკვევლობაში ჩაგდებით იმდენს იზავთ რომ არ არის გამორიცხული ზაზამ ეს მე-8 ადგილიც ვერ შეინარჩუნოს
აკაკი
08:24 17-01-2016
0
ხშირად ისმის კითხვა: საქართველო გადარჩება? პასუხი: დიახ მეგობრებო, დიახ, საქართველო გადარჩება! მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ფაჩულია ოლსტარში მოხვდება!
ფაჩულია გადაგვარჩენს!
02:44 17-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული