ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდით, "ფეისბუქით", "ტვიტერით", "გუგლ პლუსით", "ინსტაგრამითა" და კიდევ რამდენიმე სოციალური ქსელით ხმების მიცემა შეწყდება აშშ-ის აღმოსავლეთის დროით 18 იანვარს, საღამოს 11:59-ზე. თბილისის დროსთან სხვაობა 9 საათია. ასე რომ, საქართველოში ხმების მიცემა შეწყდება 19 იანვარს დილით, 08:59-ზე.
შეგახსენებთ, რომ "ყველა ვარსკვლავის" მატჩზე მოხვედრის შანსი პირველად აქვს ზაზა ფაჩულიას, რომელიც დასავლეთ კონფერენციის ფორვარდებში 299 584 ხმით მერვე ადგილზეა. "ოლ სტარში" სათამაშოდ საჭიროა
"ყველა ვარსკვლავის" მატჩი 14 თებერვალს კანადაში, ტორონტოში გაიმართება.