ზაზა ფაჩულიას და "დალასს" შინ მარცხი ცხრილში დაქვეითებად დაუჯდათ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზაზა ფაჩულიას "დალას მავერიკსი" შინ "ოკლაჰომასთან" 106:109 დამარცხდა.

ტეხასური გუნდი ახლოს იყო ლიგის რეკორდთან საშინაო ოვერტაიმების მიხედვით. "დალასის" ბოლო 4 საშინაო შეხვედრიდან ყველაში დამატებითი დრო დაინიშნა და დღევანდელი მატჩიც ახლოს იყო ოვერტაიმთან, თუმცა ბოლო წუთზე ვერც ვესლი მეთიუზმა, ვერ დირკ ნოვიცკიმ და ვერც ჩანდლერ პერსონსმა სამქულიან ნიშნულს მიღმიდან ვერ იხეირეს.

ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 25 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 4 ქულით, 8 მოხსნით და 5 პასით დაასრულა. დერონ უილიამსთან ერთად ფაჩულიამ დალასელთაგან
უმეტესი - 5 პასი გაიღო. ზაზა 2-ჯერ დაჯარიმდა და ბურთიც 2-ჯერ დაკარგა.

ტეხასურ გუნდში 26 ქულით საუკეთესო იყო პერსონსი, ხოლო მეთიუზმა 22 ქულა მოაგროვა.

25 მოგებითა და 20 წაგებით "დალასი" დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე ჩამოქვეითდა. ფაჩულიას გუნდს "მემფისმა" გადაასწრო. მომდევნო მატჩი დასასელებს 25 იანვარს, ჰიუსტონში ელით.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული