დუდა სანაძის 9 ქულა და მარცხი "ლოიოლასთან"

AutoSharing Option
დუდა სანაძის "სან დიეგოს" წარუმატებელი სვლა გრძელდება. "ტორეროსი" მორიგ მატჩში ცხრილში მეზობელ "ლოიოლას" უნივერსიტეტის გუნდს ხვდებოდა და პირველი ტაიმის შემდეგ 6 ქულითაც იგებდა, მაგრამ კარგად დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ მოახერხა და საბოლოოდ 63:67 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების წევრმა სანდიეგოელთა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 27 წუთში 9 ქულა, 5 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

სანაძემ 6-დან 3 ორქულიანი და 3-დან 1 სამიანი ჩააგდო, 1 საჯარიმო კი ააცილა. "სან დიეგოში" საუკეთესო შედეგი სერბმა ლეგიონერმა ვასა პუსიკამ დააფიქსირა, რომელმაც 17
ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. ლოიოლას კი ადომ იაცკომ ულიდერა, რომელმაც შეხვედრა 23 ქულით დაასრულა.

7 წაგებითა და ერთადერთი გამარჯვებით "სან დიეგო" 10-გუნდიან "ვესტ ქოუსტის" კონფერენციაში ბოლო ადგილზეა. მომდევნო მატჩს სანაძის გუნდი 29 იანვარს "პეპერდაინის" უნივერსიტეტთან გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული