ქართველების დუელი ესპანეთში - შენგელია VS შერმადინი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის უმაღლეს ლიგაში ქართველების გუნდები შეხვდნენ. თორნიკე შენგელიას "ლაბორალ კუჩამ" გიორგი შერმადინის "ანდორას" უმასპინძლა და 12 ქულის სხვაობით - 95:83 დაამარცხა.

ორივე ქართველი სასტარტო ხუთეულში იყო და საკმაოდ შედეგიანადაც გაისარჯა. შენგელიამ 21:17 წუთი ითამაშა და 11 ქულასთან ერთად 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა.

ქართველმა ფორვარდმა 5 ორქულიანიდან მხოლოდ 1 ააცილა, 3 სამქულიანიდან კი 1 ჩააგდო და 1 საჯარიმოც აუცდა. გამარჯვებულთა გუნდში გამორჩეული სტატისტიკა ჰქონდა ბერძენ ცენტრ იანის ბურუსისს, რომელმაც 26 ქულა, 7 მოხსნა და 6
პასი მოაგროვა

ბურუსისის ქართველმა ოპონენტმაც არ შეირცხვინა თავი. შერმადინი ბერძენ გიგანტს ვერ გამოეკიდა, თუმცა 17 ქულითა და 6 მოხსნით საკმაოდ სოლიდური სტატისტიკა აჩვენა. შერმადინმა 9-დან 6 ორქულიანი და 9-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 20 ერთეული შეადგინა. ანდორელთაგან ამ მაჩვენებელში 1-ით ჩამორჩა ვოიდან სტოიანოვსკის.

შენგელიას გუნდს 14 მოგების წილ 3 მარცხი აქვს და მესამე ადგილზე, მადრიდის "რეალის" წინ იმყოფება. წაგებით "ანდორამ" დიდად იზარალა, მე-6 ადგილიდან მე-9-ზე დაქვეითდა. 30 იანვარს შერმადინის გუნდი "სარაგოსას" უმასპინძლებს, ხოლო 31-ში "ლაბორალ კუჩა" მურსიაში ითამაშებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული