ზაზას ბოლო შანსი - ამაღამ NBA-ს მწვრთნელები სარეზერვოებს დაასახელებენ

AutoSharing Option
ამაღამ, ჩვენი დროით უკვე დილის 4 საათზე, ტელეკომპანია TNT პირდაპირ ეთერში გამოაცხადებს NBA-ს მწვრთნელების არჩევანს - მათ "ყველა ვარსკვლავის" მონაწილე სარეზერვო კალათბურთელები უნდა დაასახელონ.

შეგახსენებთ, რომ დასავლეთის გუნდში მოსახვედრად ზაზა ფაჩულიას სულ რაღაც 14 ათასი ხმა დააკლდა, ის ფორვარდებში მე-4 ადგილზე გავიდა. თუმცა ქართველ კალათბურთელს შანსი ჯერ კიდევ აქვს და ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დასავლეთ კონფერენციის მწვრთნელები მას გუნდის 7 სარეზერვო კალათბურთელს შორის შეიყვანენ.

"ყველა ვარსკვლავის" მატჩი 14 თებერვალს ტორონტოში გაიმართება, დასავლეთის გუნდის მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი იქნება.

ამერიკული მედია ცდილობს,
"გამოიცნოს", თუ ვის დაასახელებენ მწვრთნელები. აღსანიშნავია, რომ ბევრი გამოცემა ზაზა ფაჩულიასაც ახსენებს, თუმცა აბსოლუტური უმრავლესობა სხვა აზრზეა.

მაგალითად, probballreport.com-ს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზაზას ყველაზე მეტი ხმა აქვს, მწვრთნელები მას არ შეარჩევენ.

* * *
სხვათა შორის, შაკილ ო'ნილმა ახალი ფორმატი გააპროტესტა - მან მოითხოვა ცენტრის პოზიციის დაბრუნება არჩევნებისას. გამოკითხვა აჩვენებს, რომ შაკილს ფანების 80% მხარს უჭერს.

არადა, ძველი ფორმატით ზაზა "ყველა ვარსკვლავის" სასტარტო შემადგენლობის წევრი იქნებოდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული