"ყველა აღფრთოვანებულია სალაჰ მეჯრის თამაშით ცენტრში, "დალასის" სამ საგარეო მატჩში (1-2). ყველა ტაშს უკრავს მაკგისა და პაუელს, რომლებიც მეჯრის ეხმარებიან, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ "დალასს" ზაზა ფაჩულია აკლია. "დალას მავერიკსი" არ არის ის გუნდი, რაც იყო ფაჩულიასთან ერთად", - წერს საკალათბურთო მიმომხილველი ედი სეფკო.
ბოლო თამაშს ზაზა ფაჩულიამ ტრიბუნიდან უყურა "დალასის" მფლობელ მარკ კუბანთან ერთად:
"მარკთან ერთად ჯდომა საშინლად არ მიყვარს, - განაცხადა სიცილით ფაჩულიამ. - მარკის საწინააღმდეგო არაფერი
"დალასის" მწვრთნელი რიკ კარლაილი: "ზაზა ჩვენი სასტარტო ცენტრია. ის გამოცდილია, ძლიერია და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი. იმედი გვაქვს, რომ პარასკევს ზაზა მოედანზე დაგვიბრუნდება. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის გარკვეული.
სხვა ბიჭებმა თავი კარგად წარმოაჩინეს, მაგრამ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გვაქვს".
ჩენდლერ პერსონსი: "მისი ბრძოლისუნარიანობა გვაკლია, მისი IQ მოედანზე, მისი პასები. სალაჰი, ჯეივილი და დუაიტი მაგრები არიან, მაგრამ ზაზა დიდებული მომხსნელია, ის ძალიან ჭკვიანი კალათბურთელია და სულ გინდა, რომ მოედანზე იყოს".
"შინ თამაში უნდა მოვიგოთ. იმედია, დავბრუნდები, მაგრამ გადაწყვეტილებას მე არ ვიღებ. თუ ექიმები მეტყვიან, რომ ყველაფერი რიგზეა, ვითამაშებ. მომდევნო მეტოქეებზე ჯერ არ ვფიქრობ, წინ პარასკევის თამაშია "ბრუკლინთან", - განაცხადა ზაზამ.
"დალასი" ზაზასთან და (მის გარეშე)
მოგება-წაგება: 24-20 (2-2)
ქულები საშუალოდ: 101,1 (100,8)
ქულები (წინააღმდეგ): 101,4 (105,8)
მოხსნები საშუალოდ: 43,5 (39,3)
მოხსნები წინააღმდეგ: 45,9 (44,5)