თორნიკე შენგელიას ბოლო ქულა არ ჩაუთვალეს და "ლაბორალი" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თორნიკე შენგელიას თავმომწონე გუნდმა მოულოდნელი მარცხი იწვნია. ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ მატჩში "ლაბორალ კუჩა" სტუმრად "მურსიას" შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში - 66:68 დამარცხდა.

ქართველი ფორვარდი დამარცხებულთაგან საუკეთესო იყო. სასტარტო ხუთეულში მყოფმა შენგელიამ მოედანზე არასრული 20 წუთი გაატარა და თავი 10 ქულას, 8 მოხსნას და 1 დაფარებას მოუყარა.

თორნიკემ საბოლოოდ მარგი ქმედების 14 ერთეული დააგროვა, რაც თავის გუნდში საუკეთესო შედეგი გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ბოლო წამებზე, როცა ანგარიში 66:68 იყო, სტუმრებმა განგებ გააფუჭეს საჯარიმო ტყორცნა, შემდეგ ბურთი თორნიკე შენგელიას მიუვიდა. შენგელიამ ზუსტად
გამოიყენა ტყორცნა, თუმცა შეხვედრის არბიტრებმა მას ორქულიანი არ ჩაუთვალეს და "ლაბორალი" საბოლოოდ დამარცხდა კიდეც.

14 მოგებითა და 4 მარცხით "ლაბორალ კუჩა" ესპანეთის ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა. მომდევნო მატჩი ვიტორელებს ლიდერ "ვალენსიასთან", 7 თებერვალს ელით.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული