12:48 01-02-2016
თორნიკე შენგელიას ბოლო ქულა არ ჩაუთვალეს და "ლაბორალი" დამარცხდა [VIDEO]
AutoSharing Option
ქართველი ფორვარდი დამარცხებულთაგან საუკეთესო იყო. სასტარტო ხუთეულში მყოფმა შენგელიამ მოედანზე არასრული 20 წუთი გაატარა და თავი 10 ქულას, 8 მოხსნას და 1 დაფარებას მოუყარა.
თორნიკემ საბოლოოდ მარგი ქმედების 14 ერთეული დააგროვა, რაც თავის გუნდში საუკეთესო შედეგი გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ბოლო წამებზე, როცა ანგარიში 66:68 იყო, სტუმრებმა განგებ გააფუჭეს საჯარიმო ტყორცნა, შემდეგ ბურთი თორნიკე შენგელიას მიუვიდა. შენგელიამ ზუსტად გამოიყენა ტყორცნა, თუმცა შეხვედრის არბიტრებმა მას ორქულიანი არ ჩაუთვალეს და "ლაბორალი" საბოლოოდ დამარცხდა კიდეც.
14 მოგებითა და 4 მარცხით "ლაბორალ კუჩა" ესპანეთის ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა. მომდევნო მატჩი ვიტორელებს ლიდერ "ვალენსიასთან", 7 თებერვალს ელით.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული