ზაზა ფაჩულიას 4 ქულა და 13 მოხსნა "ატლანტასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 თებერვალს ზაზა ფაჩულიას "დალასმა" NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში სტუმრად "ატლანტასთან" ითამაშა და ანგარიშით 97:112 დამარცხდა.

ფაჩულიამ მოედანზე 27:58 წუთი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში 4 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 1 ორქულიანი და 8-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. ზაზაზე მეტი მოხსნა არც ამჯერად ჰქონია ვინმეს.

შეხვედრაში ერთადერთი ორმაგი დუბლის ავტორი დალასელი ჩენდლერ პარსონსი გახდა, რომელმაც 19 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. ყველაზე მეტი ქულა - 32 კი ატლანტელმა ჯეფ ტიგმა ჩააგდო.

28 მოგებითა და 23 წაგებით
"დალასი" კვლავ მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი შინ "მაიამისთან", ჩვენი დროით 4 თებერვალს, გამთენიისას გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ზურა-ს. კარგი რა ზურა! რა მოთხოვნას აყენებ.... შედი NBA-ს საიტზე და ნახავ ყველაფერს. არ გაქვს ნანახი ეს ცხრილები? იმდენა ცხრილებია, არ ეყოფა მთელი ეს საიტი...
kaki
13:48 02-02-2016
0
ზაზას ზოგადად ძალიან კარგი საშუალო აქვს და სესაბამისად საჯარიმოც კარგი აქვს. ხდება ხოლმე სროლა არ მიდის ადამიანს.
ჩიკო
13:45 02-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული