10:19 04-02-2016
ზაზა ფაჩულიამ რეკორდული, 22-ე ორმაგი დუბლი "მაიამისთან" შეასრულა [VIDEO]
AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიამ "მაიამის" წინააღმდეგ დალასში გამართულ შეხვედრაში შედეგიანად ითამაშა, თუმცა დასანანია, რომ "მავერიკსმა" შეხვედრა 3 ქულით - 90:93 დათმო.
ზაზამ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე 39 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 7 ცდიდან 4 ორქულიანი ჩააგდო, 5 საჯარიმოდან კი კალათში მხოლოდ 2 მოათავსა. ფაჩულიამ კარგად იმუშავა ფარქვეშ და 10 ქულასთან ერთად მატჩში უმეტესი 15 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
ზაზას თანამებრძოლმა დირკ ნოვიცკიმ 35 წუთში 28 ქულა მოაგროვა, ჩანდლერ პერსონსის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა. ბოლო წამებზე დალასელებს შეეძლოთ გათანაბრება, მაგრამ რეიმონდ ფელტონის სამქულიანი კალათში არ ჩაეშვა.
28 მოგებითა და 24 მარცხით "დალასი" დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩი "მავერიკსს" თანაშტატელ მძლავრ გუნდთან, "სან ანტონიოსთან" ელის, რომელიც დალასში 6 თებერვალს გაიმართება.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
5 საჯარიმოდან 5 ჩააგდო და 7-დან 4 ორქულიანი ნბს- ს ვარსკვლავმა, sos
0
0
ჭკვიანი ხარ მოდრატორო,რომ დაბეჭდე,გულში ნადები სათქმელი.გამგები ქართველი,-თუმცა ისე დამიმახიჯეთ დედა ენა,მე კი მეგონა რომ ორფოგრაფიულად, რამოდენიმე ენას,აზრის გასაზიარებლად სხვათათვის მ ,გაქცეული კაცის გასაჩერებელ დონეზე მაინც ვფლობ,-გაიგებს ჩემსა ქართულად, გულისტკივილით თქმულს.და ერთად ვიმოქმედებთ,კარგი იქნება თუ ეროვნულ დონეზე კვლავ განვჯაღსაღდებით "ხორცით და სულით,თორემ ბასკეთებს და ჰენდბოლებს,თავთავიანი არაქართული -ლაჩრული წესებით "ხელი არ ჰკრა ნამეტნავად,და არიქა რაიმე ილეთი არ გადამეტოო",არფერს ვერჩი,შოუ თამაშებიც ეტყობა ესაჭიროვებათ მცირედად სუსტებს-გლადიატორული ორთაბრძოლების აუცლებლობის სწორფრად.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული