ზაზა ფაჩულიამ და "დალასმა" შინ "სან ანტონიოსთან" ვერაფერი გააწყვეს [VIDEO]

AutoSharing Option
თბილისის დროით 6 თებერვალს, NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრების კაპიტნის ზაზა ფაჩულიას გუნდმა "დალას მავერიკსმა", რომელმაც შინ "სან ანტონიო სპურსი" მიიღო და ანგარიშით 90:116 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ეს დალასელთა ზედიზედ მესამე მარცხია მიმდინარე ჩემპიონატში.
იხილეთ ვიდეო
ზაზას ჩატენვა სპურსთან

Sportall.Ge

იხილეთ ვიდეო
ზაზა ფაჩულიას დაპირისპირება დევიდ ვესტთან

Sportall.Ge

ქართველმა ცენტრმა თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო, მოედანზე კი 18:51 წუთი დაჰყო, რა დროშიც 4 ქულა, 2-2 მოხსნა და ჩაჭრა მიითვალა. ზაზამ 4-იდან ერთი ორქულიანი ჩააგდო და 4-იდან 2 საჯარიმო გამოიყენა.

სტუმრებმა
უკვე პირველი ნახევარი 36-ქულიანი უპირატესობით მოიგეს, მეორე ნახევარში კი დალასელებმა მხოლოდ სხვაობის შემცირება მოახერხეს. "სპურსის" გამარჯვებაში უდიდესი წვლილი კავაი ლეონარდმა შეიტანა, რომელმაც 23 ქულა მიითვალა. ასევე - ლამარკუს ოლდრიჯმა, რომელიც ორმაგი დუბლით გამოირჩა - 14 ქულა და 10 მოხსნა. "დალასში" 13-13 ქულა იყო ჩარლი ვილანუევასა და ჯასტინ ანდერსონის ანგარიშზე.

28 მოგებითა და 25 მარცხით "დალას მავერიკსი" დასავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი მემფისში, "გრიზლისთან", ჩვენი დროით 7 თებერვალს, გამთენიისას ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული