გიორგი ცინცაძემ "რუანის" მაისურით პირველი გამარჯვება მოიპოვა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ, რომელიც ფრანგული "რუანის" ღირსებას იცავს, ამ გუნდის მაისურით პირველი გამარჯვება მოიპოვა.

რუანელები სტუმრად საფრანგეთის უმაღლესი ლიგის ბოლოადგილოსანს შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში - 79:75 გაიმარჯვეს.

ცინცაძემ 14 წუთი ითამაშა და 3 ქულა, 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველი უკნახაზელი 2-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაარღვიეს წესები. ცინცაძემ 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, თითო ორქულიანი და სამიანი ააცილა.

19 ტურის შემდეგ 5 გამარჯვებით "რუანი" ბოლოსწინა, მე-17 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს რუანელები შინ,
პარიზულ "ლევალთან", 12 თებერვალს გამართავენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული