ბექა ბურჯანაძის 8 ქულა, 9 მოხსნა და გამარჯვება "პალმასთან"

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძის "ლეიმა ბასკეტმა" ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ლაკორუნიელებმა "პალმა ეუროპას" უმასპინძლეს და 10 ქულის სხვაობით - 91:81 დაამარცხეს.

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 30 წუთში 8 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ბურჯანაძემ 8-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 3 სამიანი კი ააცილა. ლაკორუნიელთა ბომბარდირი მაიკლ მონაჰანი გახდა, რომელმაც თავი 22 ქულას მოუყარა.

10 მოგებითა და ამდენივე მარცხით "ლეიმა ბასკეტმა" ცხრილში მე-9 ადგილზე გადაინაცვლა. მორიგი მატჩი ბურჯანაძის გუნდს 12 თებერვალს, სტუმრად "ბურგოსთან"
ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული