ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 30 წუთში 8 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ბურჯანაძემ 8-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 3 სამიანი კი ააცილა. ლაკორუნიელთა ბომბარდირი მაიკლ მონაჰანი გახდა, რომელმაც თავი 22 ქულას მოუყარა.
10 მოგებითა და ამდენივე მარცხით "ლეიმა ბასკეტმა" ცხრილში მე-9 ადგილზე გადაინაცვლა. მორიგი მატჩი ბურჯანაძის გუნდს 12 თებერვალს, სტუმრად "ბურგოსთან"
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით