დუდა სანაძის 9 ქულა და მარცხი "სენტ მერისთან"

AutoSharing Option
დუდა სანაძის "სან დიეგომ" "ვესტ ქოუსტის" კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ "სენტ მერის" უმასპინძლა და უშანსოდ - 43:60 წააგო.

სანდიეგოელებს მიმდინარე სეზონში უწინდელზე სუსტი გუნდი ჰყავთ, რაც შედეგებზეც აისახება. 3 მოგებითა და 9 წაგებით სანაძის გუნდი 10-გუნდიან კონფერენციაში ბოლოსწინა ადგილზეა.

"სენტ მერი" კი სოლიდური გუნდია. სტუდენტური ლიგის რეიტინგებში 25 საუკეთესოს შორისაც ჩნდება ხოლმე და "ვესტ ქოუსტის" კონფერენციაშიც "გონზაგასთან" ერთად ჩემპიონობის მოგების მთავარი კანდიდატია.

"სენტ მერის" კალათბურთელებმა "სან დიეგო" პირველივე ტაიმში გვარიანად ჩამოიტოვეს და საბოლოოდ გამარჯვებამდეც იოლად მივიდნენ.

მერამდენე თამაშია, სანაძე სასტარტო ხუთეულში
არაა, თუმცა მოედანზე საკმაოდ ბევრ დროს ატარებს. მასზე მეტი სანდიეგოელთაგან მხოლოდ ჯიტო კოკმა ითამაშა, რომელმაც 11 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. ქართველი ფორვარდის ანგარიშზე კი 9 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დაგროვდა. დუდამ 12-დან 4 ორქულიანი და 3-დან საჯარიმო ჩააგდო, 3 სამიანი კი ააცილა.

მომდევნო მატჩი "სან დიეგოს" 12 თებერვალს, სტუმრად "სანტა კლარასთან" ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული