"სან დიეგო" სტუმრად "სანტა კლარას" შეხვდა, ქართველმა ფორვარდმა კი 18 ქულა ჩააგდო, მაგრამ სინდიეგოელებმა მაინც წააგეს - 71:74.
სანაძე სათადარიგო იყო და მოედანზე გატარებულ 24 წუთში თავისი გუნდის ბომბარდირი გახდა. დუდამ 8-დან 2 ორქულიანი, 7-დან 3 სამიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. სანაძემ საბოლოოდ 18 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველი უკანახაზელი სანდიეგოელთაგან საუკეთესო იყო, თუმცა მას თანაგუნდელებმა
3 მოგებით და 10 წაგებით "სან დიეგო" "ვესტ ქოუსთის" ათგუნდიან კონფერენციაში ბოლო ადგილზეა. მორიგ მატჩს სანაძის გუნდი 14 თებერვალს სტუმრად, სან სფანცისკოში, ამ ქალაქის უნივერსიტეტის გუნდთან გამართავს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით