ვიქტორ სანიკიძეს "იესილგირესუნთან" ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა

AutoSharing Option
ვიქტორ სანიკიძის "თედ კოლეჯისთვის" ყოველი მატჩი, იგებს თუ აგებს, ბრძოლაში მიმდინარეობს.

თურქეთის ჩემპიონატში ანკარელებმა ამჯერადაც დაძაბულ ორთაბრძოლაში "იესილგირესუნთან" 3 ქულით - 90:87 წააგეს. სანიკიძე თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.

სანიკიძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 32 წუთში 15 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა 3-დან 2 ორქულიანი, 5-დან 3 სამიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ვიქტორმა 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი 5-ჯერ დაკარგა. ანკარელთაგან 22 ქულით საუკეთესო მარტინას
გეჩევიჩუსი გახლდათ.

7 მოგებითა და 11 წაგებით "თედ კოლეჯი" თურქეთის ჩემპიონატში მე-11 ადგილზე დაეშვა. მომდევნო ტური 28 თებერვალს გაიმართება. ერთმანეთს ვიქტორ სანიკიძისა და მანუჩარ მარკოიშვილის გუნდები - "თედ კოლეჯი" და "დარუშაფაკა" შეხვდებიან.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული